საერთაშორისო ფესტივალი Transkaukazja 2011 აცხადებს კონკურს თემაზე;
SITE SPECIFIC ART - ხელოვნება საზოგადოებრივ ადგილებში.
განხორციელების ადგილი საქართველო
საერთაშორისო ფესტივალი Transkaukazja 2011 აცხადებს კონკურს თემაზე;
SITE SPECIFIC ART - ხელოვნება საზოგადოებრივ ადგილებში.
განხორციელების ადგილი საქართველო
კონკურსი ორგანიზებულია კავშირის „ახალი ხელოვნება“ / New Art Union, Fundacja Inna Prezestrzen/Other Space Foundation and Transkaukazja Festival, with the support of the Cultural Program of the European Union
SITE SPECIFIC ART - ხელოვნება საზოგადოებრივ ადგილებში ეხმარება და უზრუნველყოფს სოციალურ –კულტურული ხიდის შექმნას და ეფექტურ კომუნიკაციას სხვადასხვა სოციალური საზოგადოების ჯგუფებში
პროექტის და კონკურსის შექმნის იდეა და მიზნები:
ხელოვნების ყოველი სტილი ადეკვატურად შეესაბამება თავის ისტორიულ დროს.
„საბჭოთა ეპოქამ“, რომელიც დაახლოებით 70 წელი გრძელდებოდა თავისი კვალი დატოვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების არქიტეკტურაში ისევე, როგორც 20 საუკუნის ინდუსტრიალურმა პროცესებმა, რაც საბოლოო ჯამში დაგვიტოვა მრავალი კონსტრუქტივისტული თუ სოცკლასიცისტური, სხვადასხვა ფუნქციონალური შენობა–ნეგებობა. თვით საბჭოთა პერიოდში ეს შენობები იგებოდა და აღიქმებოდა როგორც იდეოლოგიის და საბჭოთა ყოფიერების ადეკვატური ფუნქციონალისტური შედეგი. ზოგი მათგანი თავისი პომპეზურობით პირდაპირ ეპასუხებოდა იდეოლოგიის განდიდებას (სოცკლასიციზმი) ზოგი კი ინდუსტრიალური საუკუნის შესაბამისად ეპოქის აქტუალურ–კონსტრუქცივისტული ფორმით შენდებოდა. და რაც ნიშანდობლივია მრავალი მათგანი პროფესიონალთა (არქიტექტორები, მხატვრები, კონსტრუქტორები და სხვ.) მიერ არის აგებული და დღევანდელი გადასახედიდან უკვე კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. მაგრამ სამწუხაროდ სხვადსხვა ეკონომიური პრობლემის გამო, ბევრი ასეთი შენობა საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია დღეს, უფუნქციოდ დარჩენილი და განადგურების პირას იმყოფება.
თვით საზოგადოების მხრიდანაც არის გაუფასურებული დამოკიდებულება მათ მიმართ, ვერ აღიქვავენ ქვეყნის ისტორიის პოლიტიკურ კულტურულ ნაწილად და რაც მთავარია, ვერ გრძნობენ მათ ესტეტურ–მხატვრულ მნიშვნელობას.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოთ საქართველოს 20 საუკუნის ურბანული გარემოს საუკეთესო და საინტერესო შენობა-ნაგებობების შენარჩუნებას, მათი ნგრევა–განადგურების შეჩერების პროცესს, მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია ამ შენობების ესთეტურ და ისტორიულ მნიშვნელობაზე. მათი რეკონსტრუირების, ინვესტირებისა და ახალი დანიშნულების შესაძლებლობებზე, რათა მოხდეს მათი რეკრიაცია და განახლება.
კონკურსის მიზანია საქართველოში (თბილისში, რუსთავში, ზესტაფონში, თერჯოლასა და ტყიბულში), 20 საუკუნის რამოდენიმე ისტორიული ან ფუნქციონალური ნაგებობისა თუ საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილის ინსპირირება არტისტული კონტექსტით და მასში საზოგადოების–პუბლიკის ჩართავა–მონაწილეობა. იქნება ეს პერფორმანსი, აქცია, გამოფენა, ინსტალაცია, სინთეზური ხელოვნება, თეატრალიზირებული, ჯგუფური მსვლელობა, პოეტური დეკლარაცაია, ვიზუალური პროექციები, მუსიკალური, თუ სხვა. მხატვარი ან მხატვართა ჯგუფი არ არის შეზღუდული გამოხატვის საშუალებებით.
მნიშვნელოვანია რომ არსებულ ადგილს არ დაეკარგოს და გამოვლინდეს მისი ისტორიულ–ფუნქციონალური დანიშნულება, მაგრამ გააზრებული და ინსპირირებული იყოს ახლებურ არტისტულ კონტექსტში. რის შედეგადაც საზოგადოების ყურადღება გამახვილდება ამ ობიექტის მნიშვნელობაზე ქვეყნის სოციალურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ–ისტორიულ ჭრილში და ამავე დროს მისი კრეატიული ინსპირირებით მოხდება საზოგადოების ჩართვა თანამედროვე კულტურულ და არტისტულ პროცესებში.
წარმოგიდგენთ ფოტო ბანკს ამ ქალაქებში ჩვენს მიერ გამოკვლეული და გამოვლენილილი სხვადსხვა დანიშნულების შენობა ნაგებობისა თუ საინტერესო საზოგადოებრივი ადგილისა (იხილეთ მასალა ვებ გვერდზე http://www.transkaukazja.eu). კონკურსანტებს ეძლევთ სრული თავისუფლება, შეარჩიონ პროექტისთვის მათთვის საინტერესო ობიექტი, როგორც ჩვენს მიერ წარმოდგენილი მასალიდან, ასევე თვითონ წარმოადგინონ, მათ მიერ მოკვლეული საინსპირაციო ადგილი, შენობა და სხვა.
კონკურსის პირობები:
საკონკურსო გრანტის ოდენობა
რეგიონში პროექტის განსახორციელებლად გაიცემა ერთჯერადი გრანტი 7 000 ევროს ოდენობით
ქ. თბილისში პროექტის განსახორციელებლად გაიცემა ერთჯერადი გრანტი 5 000 ევროს ოდენობით
ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა:
მხატვარს/შემოქმედს ან მხატვართა/შემოქმედთა ჯგუფს, კულტურის სფეროში მომუშავე იურიდიულ ორგანიზაციებს (არასამთავრობო და კომერციული) ან საინიციატივო დაჯგუფებებს და კერძო პირებს. მთავარია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად ჩაერთოს დიდი აუდიტორია და მოიზიდოს პუბლიკა.
პროექტის ვადები:
პროექტი შემოტანილ უნდა იყოს არაუგვიანეს 2011 წლის 2 აპრილისა.
გამარჯვებული დასახელდება 2011 წლის 12 აპრილს
პროექტის რეალიზაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 მაისი
გრანტის მოსაპოვებლად წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი უნდა მომზადდეს ქვემოთ აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად:
საპროექტო განაცხადი, თანდართული მასალით, შემოტანილ უნდა იქნას თქვენთვის მისაღებ რომელიმე 2 ენაზე: ქართულ –ინგლისური, რუსულ–ინგლისური, ნაბეჭდი სახით 1 ეგზემპლარად, თან უნდა ერთვოდეს ელექტრონული ვერსია, ან გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@newart.org.ge
განაცხადი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან:
თავფურცელი
ინფორმაცია განმცხადებლის და შემსრულებლის შესახებ
პროექტის აღწერა
პროექტის შესრულების განრიგი
ბიუჯეტი
მოსალოდნელი შედეგები
მონიტორინგი და შეფასება
განაცხადს შეგიძლიათ დაურთოთ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია /დანართები, რომელიც განამტკიცებს განაცხადს და გახდის მას უფრო დამაჯერებელსა და გასაგებს.
ზოგადად პროექტთან და მის განხორციელებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება, კონსულტაცია შეგიძლიათ პროგრამის კოორდინატორებთან წინასწარი შეთანხმებით: 987544; 899720906; 858560550
წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი (პროექტი) განმცხადებელს არ დაუბრუნდება.
პროექტის კოორდინატორი: ელენე რაქვიაშვილი
პროექტის დირექტორი: რუსიკო ოატ
Home page